MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელუანიმ, თავის შოუში აბუ-დაბიში მომხდარ ჩხუბსა და ნურმაგომედოვების საქციელზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„მეგონა, მერაბისა და ნურმაგომედოვის გუნდის მონაწილეობით მომხდარი ჩხუბის ყველაზე ცუდი ეპიზოდები უკვე ნანახი გვქონდა. თუმცა, შემდეგ ალჯოს მონათხრობი მოვისმინე იმის შესახებ, თუ რა მოხდა სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც კამერებმა გადაღება შეწყვიტეს.
უბრალოდ შოკირებული ვარ. თუ ეს სიმართლეა, აღარასდროს მსურს, რომელიმე მათგანისგან თავმდაბლობაზე ან სწორად მოქცევაზე საუბარი მოვისმინო. ეს ამაზრზენია.
თუ მათ მართლაც ხაფანგში შეიტყუეს მერაბი სიტყვებით: „მოდი, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ“, შემდეგ კი პირდაპირ სახეში მუშტი დაარტყეს, ამის შემდეგ საბა ძირს დააკავეს და თავში ფეხებს ურტყამდნენ, ეს არის ყველაზე ამაზრზენი, ბარბაროსული, სამარცხვინო და არაკაცური საქციელი, რაც კი ოდესმე ერთი მებრძოლის მხრიდან მეორის მიმართ გვინახავს.“ - განაცხადა ჰელუანიმ.
შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგმა აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის დამატებით დეტალებზე ისაუბრა და უმარ ნურმაგომედოვის საქციელი შეაფასა.
რა მოხდა კამერების გათიშვის შემდეგ? - სტერლინგი უმარის საქციელზე საუბრობს