UFC-ის რუსმა მძიმეწონოსანმა, ალექსანდრ ვოლკოვმა აბუ-დაბიში მომხდარ გახმაურებულ სკანდალზე ისაუბრა, რომლის დროსაც უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ.
მებრძოლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ამ კონფლიქტთან შეხება არ აქვს და განსჯისგან თავს იკავებს, უსმანის ქმედებას ვერ ამართლებს.
მას შემდეგ, რაც უსმანმა მერაბს სილა გაარტყა, ეს ჩხუბში გადაიზარდა. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ეს არ იყო ჭკვიანური საქციელი და ახლა ხალხმა ისინი შეიძულა
რუსმა სპორტსმენმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ქცევა მისთვის უცხოა:
მე ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც, თუ ჩხუბი გინდა, შეგიძლია სილა გაარტყა, ხოლო თუ პასუხს მიიღებ, შეგიძლია უთხრა - 'აქ ბევრი კამერაა. თუ ჩხუბი გინდა, გავიდეთ და კამერების გარეშე ვიჩხუბოთ'. როგორც წესი, ჩვენ ასე არ ვიქცევით
მერაბ დვალიშვილზე ჯგუფური თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვს და მის თანმხლებ პირებს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი შეუმსუბუქდათ და 150 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ საპატიმროდან გათავისუფლდნენ.