იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ალექსანდრე თოფურიას დაბრუნება - ყველაფერი UFC Qatar-ის შესახებ
ქართულიქართული
UFCUFC

ალექსანდრე თოფურიას დაბრუნება - ყველაფერი UFC Qatar-ის შესახებ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მესამედ ჩადის.


ორგანიზაცია მეორედ ეწვევა კატარის დედაქალაქ დოჰას, სადაც საინტერესო ბრძოლებით დატვირთული ღონისძიება გაიმართება.


საღამოს მთავარი დაპირისპირება ქვემძიმე წონაში შედგება, სადაც ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონი ირჟი პროხაზკა და წარმატებული სერიით მოასპარეზე ნავახო სტირლინგი დაუპირისპირდებიან.


შაბათს, ABHA Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიება გულშემატკივრებს დასაწყისიდან ბოლომდე სანახაობრივ ბრძოლებს ჰპირდება.


პროგრამაში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დაპირისპირებაა, რომელთა შედეგებმაც შესაძლოა რამდენიმე წონითი დივიზიონის მომავალზე იქონიოს გავლენა.


მთავარი ბრძოლა - ირჟი პროხაზკა vs ნავახო სტირლინგი


მთავარი ქარდის დანარჩენი ბრძოლები


ალჯამეინ სტერლინგი - კევინ ვალიეხოსი

დენ ჰუკერი - ბრაიან ორტეგა

კიოჯი ჰორიგუჩი - ასუ ალმაბაევი

ჯარედ კანონიერი - იკრამ ალისკეროვი


წინასწარი ქარდის ბრძოლები


ალექსანდრე თოფურია - სანტიაგო ლუნა

შამილ გაზიევი - ტალისონ ტეიშეირა

ამირ ალბაზი - ალესანდრო კოსტა

ჯეიკ მეთიუზი - ტაჰირ აბდულაევი

ნიკოლას მოტა - დომ მარ ფანი

დიარ ნურგოჟაი - ალიკ ლორენცი


მთავარი ბრძოლა: ირჟი პროხაზკა - ნავახო სტირლინგი


ღონისძიების მთავარი ბრძოლა ქვემძიმე წონის დივიზიონის ხუთეულში მყოფ ორ მებრძოლს შორის გაიმართება, რომლებიც ამ დაპირისპირებას სრულიად განსხვავებული შედეგებით ხვდებიან.


ყოფილი ჩემპიონი და ტიტულის მუდმივი პრეტენდენტი ირჟი პროხაზკა აღმავლობის გზაზე მყოფ ნავახო სტირლინგს დაუპირისპირდება, რომელმაც UFC-ის კონტრაქტი Dana White's Contender Series-ის მეშვეობით მოიპოვა.


პროხაზკა ოქტაგონზე პირველად გავა მას შემდეგ, რაც აპრილში, მაიამიში გამართულ UFC 327-ზე, ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში სტირლინგის თანაგუნდელ კარლოს ულბერგთან ნოკაუტით დამარცხდა.


ჩეხი მებრძოლისთვის ეს საჩემპიონო ბრძოლებში ზედიზედ მე-3 მარცხი იყო. აღსანიშნავია, რომ პროხაზკას UFC-ში ყველა დანარჩენი შეხვედრა მოგებული აქვს, ექვსივე გამარჯვება მან ვადაზე ადრე მოიპოვა.


სტირლინგმა, რომელმაც Contender Series-ის მე-8 სეზონი წარმატებით გაიარა, UFC-ში ასპარეზობა 9 თვეში 3 გამარჯვებით დაიწყო. მიმდინარე წელს მან უკვე ამდენივე ბრძოლა მოიგო და ახლა ორგანიზაციაში პირველად იასპარეზებს ღონისძიების მთავარ ბძოლაში.


თუმცა, მის გამოსვლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. თუ პირველ 3 შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად მსაჯების გადაწყვეტილება გახდა საჭირო, წელს City Kickboxing-ის წარმომადგენელი მეტოქეებს ვადაზე ადრე ამარცხებს. ბოლოს მან ზაფხულში, სერბეთში გამართულ ღონისძიებაზე, იან ბლახოვიჩი 3 წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა.


ქვემძიმე წონის დივიზიონში მაღალი დონის პრეტენდენტების შედარებით მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, პროხაზკასთვის ეს ბრძოლა კარიერის გადამწყვეტ გზაგასაყარს არ წარმოადგენს.


მიუხედავად ამისა, ექსცენტრიკული ხასიათითა და სანახაობრივი საბრძოლო სტილით გამორჩეული ჩეხისთვის ამ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


არანაკლები წნეხია სტირლინგზეც. ის პირველად იბრძოლებს UFC-ის ღონისძიების მთავარ შეხვედრაში და შესაძლებლობა ექნება, ზედიზედ მე-2 ყოფილი ჩემპიონის დამარცხებით ქვემძიმე წონის დივიზიონის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად დაიმკვიდროს თავი.


ალექსანდრე თოფურია - სანტიაგო ლუნა


წინასწარ ქარდს სუპერმსუბუქ წონაში ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას დაპირისპირება დაასრულებს. ქართველი მებრძოლი UFC-ის ოქტაგონზე მესამედ გავა და ამჯერად ახალგაზრდა, პერსპექტიულ მეტოქეს დაუპირისპირდება.


ილია თოფურიას უფროს ძმას გასული წლის შემდეგ არ უბრძოლია. მისი ბოლო შეხვედრაც კატარში გაიმართა, სადაც ბეკზატ ალმახანი დამაჯერებლად დაამარცხა, UFC-ში ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და პროფესიონალური კარიერის რეკორდი 7-1-მდე გააუმჯობესა.


რაც შეეხება სანტიაგო ლუნას, 22 წლის მებრძოლს კიდევ ერთი რთული გამოცდა ელის. ზაფხულში მან მოკლე ვადაში მიღებული შეთავაზებით ბრაის მიტჩელთან იბრძოლა და დამარცხდა. მიუხედავად წაგებისა, ამ დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდა მებრძოლის დიდი პოტენციალი.


ღონისძიების წინასწარი ქარდი 21 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, მთავარი ქარდი კი 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალექსანდრე თოფურია
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფიზიკური და მენტალური აღდგენა უპირველესია: რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი

•ქართული

ქართული

ფიზიკური და მენტალური აღდგენა უპირველესია: რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი
•ქართული

ქართული

,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

•ქართული

ქართული

,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან
•ქართული

ქართული

ახალი მეტოქეები - ვის დაუპირისპირდებიან დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ში?

•ქართული

ქართული

ახალი მეტოქეები - ვის დაუპირისპირდებიან დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ში?
•ქართული

ქართული

,,მათგან ასეთ რამეს არ ველოდი" - საბა ლაზიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

•ქართული

ქართული

,,მათგან ასეთ რამეს არ ველოდი" - საბა ლაზიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან
•ქართული

ქართული

News image

24 სთ წინ

ფიზიკური და მენტალური აღდგენა უპირველესია: რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი

News image

22 სთ წინ

,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

News image

22 სთ წინ

ახალი მეტოქეები - ვის დაუპირისპირდებიან დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ში?

News image

22 სთ წინ

,,მათგან ასეთ რამეს არ ველოდი" - საბა ლაზიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება