ბოლო პერიოდში ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნებასთან დაკავშირებით არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ცნობილია, თავად ქართველი მებრძოლი უახლოეს მომავალში ბრძოლას გეგმავს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რადგან სრულფასოვანი სპარინგების დასაწყებად სამედიცინო შტაბის საბოლოო ნებართვას ელოდება.
ამავე თემაზე ცნობილ ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ილიას მწვრთნელი, ხესუს გალო ესაუბრა და ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიმართ საკმაოდ ხისტი პოზიცია დააფიქსირა.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ილია თოფურიას მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს რას ამბობენ UFC-ის ხელმძღვანელები და რა სურთ მათ. ჩვენ ვიბრძოლებთ მაშინ, როდესაც საამისოდ ასი პროცენტით მზად ვიქნებით იმ ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად, რომელიც თოფურიას ეკუთვნის