UFC-ის მსუბუქი წონის გამორჩეულმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა სამომავლო გეგმები და მომდევნო მეტოქის ვინაობა განიხილა.
როგორც ირკვევა, "ბედის" ოქტაგონზე დაბრუნება ტრავმების გამო დეკემბრის ნაცვლად, სავარაუდოდ, გაზაფხულზე, მარტის ბოლოს ან აპრილში სურს, იდეალურ შემთხვევაში კი მაიამის ტურნირზე.
სასურველ ოპონენტებთან დაკავშირებით პიმბლეტმა დივიზიონში არსებულ გაურკვევლობაზე ისაუბრა:
ამ წუთას წარმოდგენა არ მაქვს ვინ იქნება მომდევნო მეტოქე. დივიზიონში ახლა ცოტა არეულობაა, რადგან ქამარი ჯასტინს აქვს, მაგრამ არავინ იცის რას აპირებს, კარიერას ხომ არ ასრულებს. ასე რომ, უნდა ვნახოთ რას იზამს გეიჯი
თუმცა, პიმბლეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი სამიზნე ამჟამად ილია თოფურიაა:
რა თქმა უნდა, ყველას უნდა და მეც ძალიან მინდა, რომ ილიას ვეჩხუბო. დიდი სიამოვნებით გავუშვებდი პენსიაზე
გავრცელებული ცნობებით, თუ ჯასტინ გეიჯი მართლაც დაასრულებს კარიერას, პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირების შანსი 2027 წლის გაზაფხულზე საკმაოდ რეალური ხდება. სხვა შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, მაყურებელი გეიჯისა და თოფურიას რემატჩს იხილავს.