UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ალექს პერეირამ UFC 334-ზე სირილ განისა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირების შედეგი გააკრიტიკა.
ბრაზილიელი მებრძოლის აზრით, მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გამარჯვება ჰოკიტს ეკუთვნოდა.
„ჩემი აზრით, ეს ნამდვილი ძარცვა იყო. ვფიქრობ, ბრძოლა ჰოკიტმა მოიგო. განმა საერთოდ არაფერი გააკეთა!
მინდოდა, რომ განს გაემარჯვა, მაგრამ არა ასეთი გზით. თუ, რა თქმა უნდა, მე სხვა ბრძოლას არ ვუყურებდი.
ეს უბრალოდ სიგიჟეა!“ - განაცხადა პერეირამ.
შეგახსენებთ, რომ UFC 334-ის მთავარ ბრძოლაში სირილ განმა ჯოშ ჰოკიტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ხუთრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ სამივე მსაჯმა ფრანგ მებრძოლს გამარჯვება 48:47 ანგარიშით მიანიჭა.