15 ნოემბრის ღამეს ნიუ-იორკში UFC 334 გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენა მძიმე წონაში სირილ განისა და ჯოშ ჰოკიტის საჩემპიონო დაპირისპირება იყო.
ბრძოლა ხუთივე რაუნდს გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სირილ განის გამარჯვებით დასრულდა. სამივე მსაჯმა ფრანგ მებრძოლს უპირატესობა მიანიჭა - 48:47.
საღამოს მეორე მთავარ ბრძოლაში კაილა ჰარისონმა ამანდა ნუნიესი მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
UFC 334-ის სხვა შედეგები:
კაიო ბორალიომ იუსრი ბელგარუი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (30:27, 30:27, 30:27).
უროშ მედიჩისა და კევინ ჰოლანდის დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ლუის გურულემ ბილალ ჰასანი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
სტივენ ტომპსონმა ჩარლზ რადტკე მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
კრის დანკანმა დრიუ დობერი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ტერენს მაკკინიმ ჯიმ მილერი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.