მერაბი საბაზე: "ძალიან მიხარია, რომ მისი ცხოვრება შეიცვლება"
17 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა მინდია წიკლაურთან ინტერვიუში აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განვითარებული საინტერესო დეტალი გაიხსენა, რომელიც მის მეგობარს, საბას უკავშირდება.
დვალიშვილის თქმით, დაპირისპირების შემდეგ ორივე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ტელეფონები ჩამოართვეს.
სწორედ სამართალდამცველისგან შეიტყვეს, რომ მომხდარის შემდეგ საბას პოპულარობა სოციალურ ქსელში საოცარი სისწრაფით გაიზარდა:
პოლიციაში რომ გადაგვიყვანეს, ტელეფონები ჩამოგვართვეს. ჩვენ პოზიტიურად ვიყავით და პოლიციელმა გვითხრა, რომ საბას ინსტაგრამი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. საბა შოკში იყო. საერთოდ არ ვაქცევდი სოციალურ მედიას ყურადღებასო და რჩევებს მეკითხებოდა.
მე ბუნებრივობა ვურჩიე: შენ ისე ღირსეულად მოიქეცი, ხალხმა ეს დაინახა და დააფასა-თქო. საბა ძალიან გაკვირვებული იყო, ახალგაზრდა სპორტსმენი ბიჭია. ეს მისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და ძალიან მიხარია, რომ მისი ცხოვრება შეიცვლება.