მერაბმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სწორედ მის გამოა გულდაწყვეტილი.
დვალიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უმარს საჯაროდ აპატია და მასთან დაპირისპირებას არ გეგმავდა, მებრძოლმა ჩხუბის შეწყვეტის შემდეგაც არაღირსეულად იმოქმედა.
ქართველი ჩემპიონი დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, რადგან ნურმაგომედოვი კვლავ საპატიმროში იმყოფება:
ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი ვარ უმარზე, რომელიც ბრძოლა რომ შეწყდა, მერე მოვიდა და შეეძლო ღირსეულად ემოქმედა. მე მასთან ბრძოლას და ჩხუბს არ ვაპირებდი, რადგან მას საჯაროდ მივმართე, რომ გულით ვაპატიე, მაგრამ, სამწუხაროდ, არაღირსეულად მოიქცა.
ახლა არ ვისაუბრებ ამაზე, რადგან საპატიმროში რჩება, იმედია მალე გამოვა. არ ვიცი, მერე ვიტყვი თუ არა ამას, მაგრამ უმარზე ვარ ძალიან გულდაწყვეტილი, რადგან როგორც სპორტსმენსა და ადამიანს შეეფერება, ისე არ მოიქცა.