საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა.
ჩვენი ნაკრები 3:0 დამარცხდა.
მეტოქემ უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. 48-ე წუთზე ანგარიში საიდ ნიშიჩმა გახსნა, ორ წუთში ადემ მუსტაფიჩმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
70-ე წუთზე საიდ ნიშიჩმა პენალტით დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, სან-მარინოს წინააღმდეგ გამართავს.