Real American Freestyle (RAF)-მა მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის მომდევნო მეტოქეები დაასახელა.
ორივე ქართველი 20 დეკემბერს, ლონგ-აილენდზე გასამართ RAF 16-ზე იასპარეზებს.
მერაბ დვალიშვილი კენზო ბიონგს დაუპირისპირდება, საბა ლაზიშვილი კი იმავე ღონისძიებაზე სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში გამართული RAF-ის ღონისძიებაზე დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა, ლაზიშვილმა კი ლეგენდარულ ურაია ფეიბერს სძლია.
,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან