იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,მათგან ასეთ რამეს არ ველოდი" - საბა ლაზიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან
ქართულიქართული
UFCUFC

,,მათგან ასეთ რამეს არ ველოდი" - საბა ლაზიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

7 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საბა ლაზიშვილმა არიელ ჰელუანის შოუში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ქართველმა აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ ინციდენტამდე უსმან ნურმაგომედოვის დიდი გულშემატკივარი იყო.


უბრალოდ ტელეფონში რაღაცებს ვათვალიერებდი. ისიც კი ვერ დავინახე, როდის მოვიდა უსმანი და როდის გაარტყა მერაბს. უსმანი პირადად პირველად ვნახე და, სიმართლე გითხრათ, მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ყოველთვის ვქომაგობდი და მის ბრძოლებს ვუყურებდი.


მისი საქციელი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მერაბმაც კი ღიმილით მიიხედა უკან. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ელოდა. არ მგონია, ისეთი რამ გამეკეთებინოს, რასაც სხვა ქართველი კაცი არ გააკეთებდა. ყველა ასე უნდა მოიქცეს. ჩვენს ძმებს ყოველთვის გვერდში დავუდგებით, სიცოცხლის ბოლომდე. უბრალოდ ადრენალინს ვგრძნობდი. ბევრს არ ვფიქრობდი. მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც იმ მომენტში სწორად მიმაჩნდა.


ლაზიშვილის თქმით, აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის დროს ისეთი რამეებიც მოხდა, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს.


ამ ჩხუბის დროს გარკვეული რაღაცები მოხდა, რომლებიც ვიდეოში არ ჩანს და ამაზე ახლა საუბარი არ მინდა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ამ ბიჭებისგან ასეთ სიმხდალეს არ ველოდი.


მათი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ვიცი, რომ შესანიშნავი სპორტსმენები და ნიჭიერი ადამიანები არიან, მაგრამ ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთები იყვნენ.


საბამ გაიხსენა მომენტი, როდესაც გააცნობიერა, რამდენად ამაყობდნენ მისით მშობლები.


როდესაც დედას და მამას დავურეკე, მათი სახეები დავინახე და მივხვდი, როგორი ბედნიერები იყვნენ, ჩემთვის ეს ყველაფერი იყო. ყოველთვის მინდოდა, ისინი გამეხარებინა, მაგრამ არ ვიცოდი, ამას ასე ადრე თუ მოვახერხებდი.


ქართველმა გაამხილა, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის დროს ტვინის მძიმე შერყევა მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად, იურაია ფეიბერის წინააღმდეგ მაინც იასპარეზა.


როდესაც ციხიდან გამოგვიშვეს, მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე შემომთავაზეს ფეიბერთან დაპირისპირება. დაუფიქრებლად დავთანხმდი. ეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი შესაძლებლობა იყო.


ჩხუბის შემდეგ ტვინის ძალიან მძიმე შერყევა მქონდა, რადგან თავში ბევრი დარტყმა მივიღე. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი ერთდროულად ვიგრძენი.


შეჯიბრების დროსაც კი, როდესაც ერთმანეთს ჩავეჭიდეთ და მან თავში დამარტყა, მაშინვე ვიგრძენი. ტვინის შერყევის სიმპტომები ისევ გამიმწვავდა. გონების დაკარგვასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მაგრამ საკუთარ თავში მაინც ვიპოვე ძალა, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა.


ლაზიშვილმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირება მისთვის პირადულ ხასიათს ატარებს.


შეგვიძლია უმარს ვეჭიდაოთ, შეგვიძლია უსმანს ვეჭიდაოთ, ვისაც მოგვიყვანენ. მაგრამ განსაკუთრებით უმართან მინდა დაპირისპირება, რადგან ჩემთვის ეს პირადული საკითხია. კულისებს მიღმა გარკვეული რაღაცები მოხდა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.


თუ დამარტყამ, ფიზიკურად ეს ჩემთვის მტკივნეული არ იქნება. გამოვჯანმრთელდები, სისხლჩაქცევებიც გამივლის. მაგრამ როდესაც ვიღაცას ძალიან დიდ პატივს სცემ, პირველად ხედავ პირადად და ის შენზე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს სამუდამოდ დაგამახსოვრდება. მან საკუთარ თავზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა.


,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
საბა ლაზიშვილი
უმარ ნურმაგომედოვი
უსმან ნურმაგომედოვი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,აუცილებლად გავაკეთებ" - რა გეგმები აქვს ილია თოფურიას საქართველოში?

•ქართული

ქართული

,,აუცილებლად გავაკეთებ" - რა გეგმები აქვს ილია თოფურიას საქართველოში?
•ქართული

ქართული

ფიზიკური და მენტალური აღდგენა უპირველესია: რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი

•ქართული

ქართული

ფიზიკური და მენტალური აღდგენა უპირველესია: რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი
•ქართული

ქართული

,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

•ქართული

ქართული

,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან
•ქართული

ქართული

ახალი მეტოქეები - ვის დაუპირისპირდებიან დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ში?

•ქართული

ქართული

ახალი მეტოქეები - ვის დაუპირისპირდებიან დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ში?
•ქართული

ქართული

News image

3 სთ წინ

,,აუცილებლად გავაკეთებ" - რა გეგმები აქვს ილია თოფურიას საქართველოში?

News image

2 სთ წინ

ფიზიკური და მენტალური აღდგენა უპირველესია: რას ამბობს თოფურიას მწვრთნელი

News image

32 წთ წინ

,,ისინი ნამდვილი კაცები არ არიან" - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ არიელ ჰელუანისთან

News image

22 წთ წინ

ახალი მეტოქეები - ვის დაუპირისპირდებიან დვალიშვილი და ლაზიშვილი RAF-ში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება