აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვისა და მისი 7 მეგობრის საქმეზე გადაწყვეტილება შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმსუბუქა. ადგილობრივი გამოცემა The National News-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.
როგორც ირკვევა, განაჩენის გადახედვა უშუალოდ დაზარალებული მხარის მოთხოვნით მოხდა. მხარეებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმებისა და პრეტენზიების მოხსნის საფუძველზე, დაკისრებული ფულადი ჯარიმა განახევრდა და 300 ათასის ნაცვლად, 150 ათასი დირჰამით განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.
თავდაპირველი ვერდიქტი გაცილებით მკაცრი იყო, სასამართლომ რვავე პირს 6-თვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმის გადახდა და ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა.