იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,სერიოზული წარმატების პოტენციალი აქვს" - UFC ალექსანდრე თოფურიაზე
ქართულიქართული
UFCUFC

,,სერიოზული წარმატების პოტენციალი აქვს" - UFC ალექსანდრე თოფურიაზე

35 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC ზედიზედ მეორე წელს ბრუნდება კატარში.


,,ორგანიზაცია ამჯერადაც სანახაობრივ ღონისძიებას გვთავაზობს, რომლის მთავარი ბრძოლების მონაწილეთა შორის არაერთი გამოცდილი მებრძოლი და საკუთარი დივიზიონის წამყვანი პრეტენდენტია.


თუმცა, წინასწარ ბრძოლებშიც რამდენიმე პერსპექტიული მებრძოლი იასპარეზებს, რომელთა დაპირისპირებებიც ნათლად დაგვანახებს, რა ადგილი უკავიათ მათ თავიანთ წონით კატეგორიებში.


მათ შორისაა ალექსანდრე თოფურიაც." - წერს UFC-ის ოფიციალური გვერდი.


,,ძმები თოფურიებიდან უფროსს UFC-ის ოქტაგონზე ჯერჯერობით მხოლოდ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, თუმცა ალექსანდრემ უკვე დაამტკიცა, რომ ტექნიკური დარტყმებით, კარგი ფიზიკური მომზადებითა და გამძლეობით გამოირჩევა.


თუ რეგულარულად იასპარეზებს, მას სუპერმსუბუქწონოსანთა შორის სერიოზული წარმატების მიღწევის პოტენციალი აქვს.


პირველი გამარჯვება თოფურიამ UFC 312-ზე კოლბი თიქნესთან მოიპოვა. ავსტრალიელმა მებრძოლმა შეხვედრაზე თანხმობა მოკლე ვადაში განაცხადა, მას შემდეგ, რაც კოდი ჰედონი ბრძოლას გამოეთიშა.


ეს იმ მომენტისთვისაც კარგი გამარჯვება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ თიქნესმა ზედიზედ 3 ბრძოლა მოიგო, მათ შორის გასულ თვეში ასაფ ჩოპუროვს პირველი მარცხი აგემა.


UFC-ის ეგიდით მე-2 გამარჯვება თოფურიამ გასულ წელს, სწორედ კატარში მოიპოვა, სადაც ბეკზატ ალმახანს აჯობა. ქართველმა მებრძოლმა ყაზახ მეტოქეს მაღალი ტემპითა და აქტიურობით სძლია, სამივე მსაჯის მიერ შეფასებული 9 რაუნდიდან 8 თოფურიას სასარგებლოდ დასრულდა.


ალმახანი ტექნიკურად ძლიერი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში ჩატარებული 4 ბრძოლის განმავლობაში საკმაოდ რთულ მეტოქეებთან მოუწია დაპირისპირება.


ამ შაბათს თოფურია ალმახანთან გამარჯვების შემდეგ პირველად დაბრუნდება ოქტაგონზე. მისი მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება და ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რა ადგილი უკავია ქართველ მებრძოლს დივიზიონის იერარქიაში.


ლუნა ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა მებრძოლია, რომელიც რთულ გამოწვევებს არ გაურბის. ბოლოს მან ივნისში ბრაის მიტჩელთან ბრძოლაზე მოკლე ვადაში განაცხადა თანხმობა. მიუხედავად იმისა, რომ თავი კარგად წარმოაჩინა, შეხვედრის ბოლო წამებზე მტკივნეული ილეთით დამარცხდა.


ლუნა ახალგაზრდაა, მრავალმხრივი უნარებით გამოირჩევა და ნამდვილად შეუძლია თოფურიას პრობლემები შეუქმნას, თუ ქართველი სათანადოდ მომზადებული არ იქნება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალექსანდრე ამ შეხვედრას მოუმზადებელი შეხვდეს.


დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ალექსანდრე პრიორიტეტს უმცროსი ძმის დახმარებას ანიჭებს, მისი კუთხის მთავარი წევრია და ხშირად მონაწილეობს მის მოსამზადებელ შეკრებებში.


თუმცა, ვფიქრობ, ამ შაბათს კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ძმა გაცილებით ცნობილია, უფროსი თოფურიაც ნამდვილად ნიჭიერი და მაღალი დონის მებრძოლია."


ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას ბრძოლა 21 ნოემბერს გაიმართება. წინასწარი ქარდი 19:00 საათზე დაიწყება.


ალექსანდრე თოფურიას დაბრუნება - ყველაფერი UFC Qatar-ის შესახებ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალექსანდრე თოფურია
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ალექსანდრე თოფურიას დაბრუნება - ყველაფერი UFC Qatar-ის შესახებ

•ქართული

ქართული

ალექსანდრე თოფურიას დაბრუნება - ყველაფერი UFC Qatar-ის შესახებ
•ქართული

ქართული

რა მოხდა კამერების გათიშვის შემდეგ? - სტერლინგი უმარის საქციელზე საუბრობს

•ქართული

ქართული

რა მოხდა კამერების გათიშვის შემდეგ? - სტერლინგი უმარის საქციელზე საუბრობს
•ქართული

ქართული

,,ბიჭები საქართველოდან" - ქართველი მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას გვერდით

•ქართული

ქართული

,,ბიჭები საქართველოდან" - ქართველი მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას გვერდით
•ქართული

ქართული

"ახლა ხალხმა ისინი შეიძულა" - რუსი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტზე

•UFC

UFC

"ახლა ხალხმა ისინი შეიძულა" - რუსი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტზე
•UFC

UFC

News image

21 სთ წინ

ალექსანდრე თოფურიას დაბრუნება - ყველაფერი UFC Qatar-ის შესახებ

News image

7 სთ წინ

რა მოხდა კამერების გათიშვის შემდეგ? - სტერლინგი უმარის საქციელზე საუბრობს

News image

5 სთ წინ

,,ბიჭები საქართველოდან" - ქართველი მებრძოლები ალექსანდრე თოფურიას გვერდით

News image

2 სთ წინ

"ახლა ხალხმა ისინი შეიძულა" - რუსი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვის ინციდენტზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება