UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მექსიკელმა მებრძოლმა, სანტიაგო ლუნამ ალექსანდრე თოფურიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ის საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და თვლის, რომ ქართველს ყველა ასპექტში აჯობებს.
კრივშიც და ჭიდაობაშიც, დომინანტი მე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ალექსანდრე დგომში ჩემს ძალასა და ზეწოლას იგრძნობს, ჭიდაობას დაიწყებს. ვიყოთ რეალისტები - მას ჭიდაობა არ სურს, ამას თავს არიდებს, რათა არ დაიღალოს. ამისთვის მზად ვარ და მთელი 15 წუთის განმავლობაში ბრძოლის ნაადრევად დასრულების გზებს მოვძებნი
მექსიკელის ანგარიშზე MMA-ში 8 მოგება და 1 მარცხია (2-1 UFC-ში). ალექსანდრე თოფურიას აქტივში კი 7 გამარჯვება და 1 მარცხია (UFC-ში ორივე ბრძოლა მოიგო). მათი დაპირისპირება 21 ნოემბერს კატარში გაიმართება და თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყება.