ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

,,ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის" - ილია თოფურიას წერილი ალექსანდრეს
ქართულიქართული
UFCUFC

,,ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის" - ილია თოფურიას წერილი ალექსანდრეს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში თავის ძმას, ალექსანდრეს, წერილი მიუძღვნა.


,,ჩემო ძმაო, მინდა მოგილოცო ყველაფერი, რასაც ამდენი შრომის, მსხვერპლისა და თავდადების შედეგად მიაღწიე.


ამქვეყნად არავინ იცის ჩვენზე უკეთ, რა გზა გამოვიარეთ. სინამდვილეში არავინ იცის, რა დაგვიჯდა აქამდე მოსვლა, რა სირთულეები გადავლახეთ, რამდენჯერ მოგვიწია დაცემის შემდეგ წამოდგომა და რამდენ რამეზე ვთქვით უარი ჩვენი ოცნებების ასასრულებლად.


ყველაფერი 2 ძმით დაიწყო, რომლებიც ოცნებობდნენ, 1 ველოსიპედი ჰქონოდათ და ერთად გამოეყენებინათ. დღეს კი ამ 2 ბავშვიდან ერთ-ერთი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 


მაგრამ ყველაზე მეტად ის კი არ მახარებს, რასაც მიაღწიე, არამედ ის ადამიანი, როგორადაც ჩამოყალიბდი. რადგან მე ვიცი, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და როგორი გული დგას თითოეული შენი ბრძოლის უკან.


ხვალ ოქტაგონზე მხოლოდ შენ არ ახვალ. შენთან ერთად იქ ჩვენი ბავშვობის ოცნებები, ჩვენი მსხვერპლი, ჩვენი ისტორია და ყველა ის ადამიანი იქნება, ვისაც ჩვენი რწმენა არასდროს დაუკარგავს.


ხვალ გამარჯვება შენ გეკუთვნის, რადგან ის სისხლით, ოფლითა და ცეცხლში გამოვლით დაიმსახურე. რაც უნდა მოხდეს, ჩემთვის ყოველთვის ჩემპიონი იქნები, ჩემი უფროსი ძმა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე.


მთელი სულითა და გულით მიყვარხარ, ძმაო. ღმერთი იყოს შენთან ხვალაც და ყოველთვის!" - წერს ილია თოფურია.


ალექსანდრე თოფურია 21 ნოემბერს, დოჰაში, სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება. UFC Qatar-ის ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.


VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ალექსანდრე თოფურია
ილია თოფურია
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

•ქართული

ქართული

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?
•ქართული

ქართული

რომან დოლიძის მიმართვა აბუ-დაბის ინციდენტსა და საზოგადოების კრიტიკაზე

•UFC

UFC

რომან დოლიძის მიმართვა აბუ-დაბის ინციდენტსა და საზოგადოების კრიტიკაზე
•UFC

UFC

VIDEO: ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა

•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

•ქართული

ქართული

VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა
•ქართული

ქართული

News image

22 სთ წინ

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

News image

21 სთ წინ

რომან დოლიძის მიმართვა აბუ-დაბის ინციდენტსა და საზოგადოების კრიტიკაზე

News image

9 სთ წინ

VIDEO: ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა

News image

2 სთ წინ

VIDEO: ალექსანდრე თოფურია vs სანტიაგო ლუნა - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება