UFC Qatar-ის წინ საცერემონიო აწონვები და მებრძოლებს შორის ბოლო პირისპირ დგომი შედგა.
ალექსანდრე თოფურიამ და სანტიაგო ლუნამ დილას წონა ოფიციალურად ჩააბარეს, სასწორზე 136 ფუნტი (61.7 კგ) დააფიქსირეს, ახლა კი ერთმანეთის წინ ბოლოჯერ დადგნენ.
ქართველისა და მექსიკელის ბრძოლა 21 ნოემბერს, დოჰაში გაიმართება. ღონისძიების წინასწარი ქარდი 19:00 საათზე დაიწყება.
თოფურიასა და ლუნას დაპირისპირება წინასწარი ქარდის ბოლო ბრძოლა იქნება, მთავარი ქარდი კი 22:00 საათზე აიღებს სტარტს.
,,მე ჩემი საკუთარი ისტორია მაქვს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ MARCA-სთან