ილია თოფურიამ პლატფორმა Red Corner MMA-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის სამომავლო გეგმებსა და 2027 წლის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.
ქართველი მატადორისთვის ახლა უმთავრესი ამოცანა ჯასტინ გეიჯისთან რემატჩის გამართვა და დაკარგული ტიტულის დაბრუნებაა.
ის, რაც 2027 წლისთვის მოტივაციას მინარჩუნებს, ჩემი ქამრის დაბრუნებაა. მინდა რემატჩი მივიღო და კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე
მან საზოგადოებას რჩევაც მისცა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გარისკვა, რათა მომავალში ადამიანმა დაკარგული შანსების გამო არ ინანოს.
ინტერვიუს განმავლობაში ილიამ თავისი ერთ-ერთი ფავორიტი, შთამაგონებელი ფრაზაც გააჟღერა:
ბევრი ასეთი ციტატა მაქვს. ერთ-ერთია: "შიშიც და რწმენაც მოითხოვს, რომ ირწმუნო ის, რაც არასდროს გინახავს
წინასწარი ინფორმაციით, ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნება 2027 წლის თებერვალ-მარტში იგეგმება,