კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ალექსანდრე თოფურიამ მექსიკელი სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ იბრძოლა, თუმცა უმძიმეს და თანაბარ ბრძოლაში, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ამ დაპირისპირებას ნინა დრამას სტრიმზე გამოეხმაურა სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, რომელიც არბიტრების საბოლოო შედეგს არ დაეთანხმა. მერაბმა აღნიშნა, რომ ქართველს თავისი ძლიერი მხარეების უკეთ გამოყენება შეეძლო:
ჩემი აზრით, თოფურიამ მოიგო ეს ბრძოლა. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო. ალექსანდრე კარგი მოჭიდავეა. ვისურვებდი, რომ დღეს მეტი ეჭიდავა
ოქტაგონზე გამართული დაძაბული სამი რაუნდის შემდეგ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა (ზუსტად ისე, როგორც თოფურიას წინა ორ შეხვედრაში). ერთმა არბიტრმა უპირატესობა ქართველს მიანიჭა (29:28), თუმცა დანარჩენმა ორმა გამარჯვებულად მექსიკელი სპორტსმენი დაასახელა (29:28, 30:27).