ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!
UFCUFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

02 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

აგერ უკვე წელიწადზე მეტია ჭორები არ წყდება UFC-ს ყელა დროის უდიდესი “სახელგატეხილის“ დაბრუნებასთან დაკავშირებთ. ბოლო პერიოდში ირლანდიელი მებრძოლი შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს უბრუნდება, „არასპორტული“ ცხოვრების პერიოდი გადააგორა და აქტიურად განაახლა ვარჯიში, როგორც ყოველთვის დიდ გულზეა და დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას დაამარცხებს 


საყელოში ხელს ჩავავლებ და იმ პატარა ცხვირში გავარტყავ


თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ილიასთან ოქტაგონში კონორის ხილვა თითქმის შეუძლებლად მოსჩანს, მაგრამ თუ კონორს დავუჯერებთ ზოგადად ოქტაგონში დაბრუნებამდე ბევრი დრო აღარ უნდა იყოს დარჩენილი. 


ამ ინფორმაციას არც UFC-ის ბოსი დენა უაითი უარყოფს და მეტიც, დარწმუნებულია, რომ კონორი დაბრუნდება, თუმცა ჯერ არაფერია შეთანხმებულთან ახლოსაც კი.


კონორ მაკგრეგორმა თავისი ბოლო ბრძოლა 2021 წლის 11 ივლისს დასთინ პორიეს წინააღმდეგ გამართა, რომელიც შეიძლება ითქვას საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ტრილოგიის მესამე ბრძოლაში ირლანდილემა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დათმო, მაშინ ძნელად წარმოსადგენი თუ იქნებოდა მილიონობით ქომაგისთვის რომ ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავის შესაძლო ბოლო ბრძოლას ადევნებდნენ თვალს. 



მას შემდეგ 5 წელი გავიდა და როგორც ჩანს, სერიოზულად განიხილება „ნოთორიუსის“ დიდ სპორტში დაბრუნება, რაც ყველა შემთხვევაში უდიდესი მოვლენა იქნება გიყვარს თუ არა შეშლილი ირლანდიელი.


როგორ გახდა უცნობი დუბლინელი ბიჭი ყველაზე ცნობილი მებრძოლი მსოფლიოში 


ბავშვობაში ბულინგისგან თავის დაცვის მიზნით „ქრამლინგ ბოქს კლუბში“ მისული კონორი მალე გაიტაცეს საბრძოლო ხელოვნებებმა, ნასეენ ჰამედმა, მუჰამედ ალიმ და ბრიუს ლიმ, შემდეგ იყო შერეული ორთაბრძოლები, პირველი  ბრძოლა და პირველი ნოკაუტი. 


მაკგრეგორის პროფესიონალური კარიერა შერეულ ორთაბრძოლებაში 2008 წლიდან იწყება და 2013 წელს ამ სპორტის ყველაზე დიდი და იმ მომენტისთვის მწვერვალისკენ მიმავალი ორგანიზაციის, UFC-ს კონტრაქტით გრძელდება.


2015 წლის 11 ივლისს კონორმა ქამრისთვის იბრძოლა. ირლანდიელს 5 ბრძოლა დასჭირდა სატიტულო ბრძოლის მიღებამდე, ამ ხუთიდან ოთხი ნოკაუტით დაასრულა. UFC 189-ის ჰედლაინერები კონორი და ჟოზე ალდო უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩემპიონის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და მაკგრეგორს ჩად მენდესი შერჩა, კონრმა ქამარი მოირგო, წლის ბოლოს კი ალდს  დაუბრუნდა და UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური მომენტი შემოგვთავაზა, ნოკაუტი 13 წამში. 


შემდეგ იყო ყველასთვის მოულოდნელი მარცხი ნეით დიასთან და დაკარგული ქამარი, მატჩ-რევანში და ქამრის დაბრუნება ედი ალვარეზთან.


2018 წელი კი ნამდვილად UFC-ის პიკია, კონორი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, დაპირისპირება რომელიც სპორტის ფარგლებს გასცდა და ეთნიკური სახე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს „დანებება“ გახდა კონორის კარიერის დაღმასვლის განმაპირობებელი. 



ხაბიბთან  „ომში“ დამარცხების შემდეგ კონორმა კიდევ სამი ბრძოლა გამართა და ორში დამარცხდა, ბოლო ორი ბრძოლა 6-თვიან მონაკვეთში ჩაატარა, ორივე დასტინ პორიესთან. „მარგალიტმა“ბოლო ლურსმნები ჩაარჭო ირლანდიელის სასახლეს.


UFC 329: კონორი vs მაქს ჰოლოუეი?!


მაკგრეგორის დაბრუნებასთან დაკავშირებით უამრავ ჭორს შორის გულშემატკივრების ფავორიტი კონორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაა, რაზეც არც ჰავაელია უარზე:


,,კონორი ვარიანტია, კონორმა ერთხელ დამამარცხა, მე მარცხიდან ვბრუნდები, ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იქნება, ვნახოთ რა მოხდება...ხალხი წონაზე წუხს, ეს შეგვიძლია ნებისმიერ წონაში გავაკეთოთ, ვნახოთ რა სურს UFC-ს."


რა იქნება ამ ბრძოლაზე უკეთესი სანახავი? ბევრი არც არაფერი, ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ სპორტით დატვირთული ზაფხულის „ვოჩლისთში“ ამ მბრძოლის დამატებაც მოგვიწევს.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

კონორ მაკგრეგორი
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

11 სთ წინ

"დომინანტი მე ვიქნები" - რას ამბობს ალექსანდრე თოფურიას მექსიკელი მეტოქე ბრძოლის წინ

News image

11 სთ წინ

,,მე ჩემი საკუთარი ისტორია მაქვს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ MARCA-სთან

News image

3 სთ წინ

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

News image

1 სთ წინ

რომან დოლიძის მიმართვა აბუ-დაბის ინციდენტსა და საზოგადოების კრიტიკაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

"დომინანტი მე ვიქნები" - რას ამბობს ალექსანდრე თოფურიას მექსიკელი მეტოქე ბრძოლის წინ

•ქართული

ქართული

"დომინანტი მე ვიქნები" - რას ამბობს ალექსანდრე თოფურიას მექსიკელი მეტოქე ბრძოლის წინ
•ქართული

ქართული

,,მე ჩემი საკუთარი ისტორია მაქვს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ MARCA-სთან

•ქართული

ქართული

,,მე ჩემი საკუთარი ისტორია მაქვს“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ MARCA-სთან
•ქართული

ქართული

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?

•ქართული

ქართული

,,ვფიქრობ, მას უნდა შევხვდე" - ვინ იქნება დვალიშვილის შემდეგი მეტოქე?
•ქართული

ქართული

რომან დოლიძის მიმართვა აბუ-დაბის ინციდენტსა და საზოგადოების კრიტიკაზე

•UFC

UFC

რომან დოლიძის მიმართვა აბუ-დაბის ინციდენტსა და საზოგადოების კრიტიკაზე
•UFC

UFC