• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მწვერვალიდან დაცემა - ისრაელ ადესანია
UFCUFC

მწვერვალიდან დაცემა - ისრაელ ადესანია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ქიქბოქსიდან შერეულ ორთაბრძოლებამდე


უონგანუიში, ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა 18 წლის ნიგერიელმა ბიჭმა შემთხვევით ნახა ფილმი, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. “ონგ-ბაკ”, ეს იყო თრილერი ტაილანდურ ორთაბრძოლებზე. ფილმით ინსპირირებულმა ადესანიამ ქიქბოქსინგში დაიწყო ვარჯიში. ორ წელიწადში იზიმ სწავლა შეწყვიტა და სრულად კონცენტრირდა სპორტზე.


21 წლის ისრაელ ადესანია უკვე ოკლენდში, იუჯინ ბეარმენის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა დენ ჰუკერთნ, კაი კარა-ფრანცთან და დიად ალექს ვოლკანოვსკისთან ერთად. ნიგერიელმა ქიქბოქსინგში 80 შეხვედრა გამართა, საიდანაც 75 გამარჯვებით დაასრულა, აქედან 27 ნოკაუტით. იზის ხუთი მარცხიდან ორის მიზეზი ალექს პოატან პერეირა გახდა. ბრაზილიელთან მეორე ბრძოლაში დანოკაუტებულ ადესანიას ალბათ ვერ წარმოედგინა, რომ პოატანთან რევანშის შანსი კიდევ მიეცემოდა, ოღონდ ამჯერად ეს ოქტაგონში მოხდებოდა და ამ ყველაფერს  მთელი მსოფლიო ნახავდა.



შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) გადასულმა ნიგერიელმა ძალიან ბევრის ყურადღება მიიქცია, მათ რიგებს არც UFC-ს ბოსი დენა უაითი გამოკლებია. უნიკალურ სტილში მოგებული ზედიზედ 11 ბრძოლა და უკლებლივ ყველა დავამდელი გამარჯვებით. UFC-ს კი უყვარს მებრძოლები, რომლებიც არა მხოლოდ იგებენ, არამედ სანახაობას ქმნიან. იზის ჰქონდა ყველაფერი UFC-ისთვის და UFC-საც ჰქონდა მისთვის კონტრაქტი.


UFC - დასაწყისი და ჩემპიონობა


ადესანიას UFC-ს კარიერა 2018 წელს, რობ უილკინსონთან ნოკაუტით დაიწყო. შემდეგ იყო ზედიზედ ოთხი გამარჯვება და მიღებული დროებითი სატიტულო ბრძოლა კევინ გასთელუმთან. ხუთ თვეში იზიმ რობერტ უაიტეკერი დაამარცხა და გახდა საშუალო წონის უპირობო  ჩემპიონი. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ნიგერიელმა ორჯერ დაიცვა ქამარი, შემდეგ დაკარგა მაგრამ შემდეგივე ბრძოლაში დაიბრუნა. უიტეკერთან რემატჩიც მოიგო და ჯარედ კანონიერიც მიაყოლა.



წლების წინ დაწყებული მეტოქეობა: ადესანია-პერეირა


როგორც ზემოთ გითხარით, არ ვიცი წარმოიდგენდა თუ არა იზი, 2017 წლის მარტში, სან პაოლოში განცდილი მარცხის შემდეგ, რომ ხუთ წელიწადში  UFC 281-ის ჰედლაინერი იქნებოდა.  ბრძოლის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, პოატანმა ძალაგამოცლილი ადესანია ოქტაგონის კუთხეში მოიმწყვდია და იქამდე უტარა დარტყმები, სანამ არბიტრმა ბრძოლა არ გააჩერა. რევანში არ შედგა. იზიმ ქამარი “დაუძინებელ მტერთან” დაკარგა.


ორგანიზაციამ გულშემატკივრებს გული არ დასწყვიტა. ხუთ თვეში, UFC 287-ზე ადესანია-პერეირა 2 ჩაინიშნა.  დეჟა ვუ - მეორე რაუნდის ბოლოს, გულშემატკივრებმა ხუთი თვის წინანდელი, იდენტური სურათი იხილა - ოქტაგნის კუთხეში მიმწყვდეული ნიგერიელი და ალექს პერეირას მუშტების კორიანტელი. ამჯერად იზიმ გამონახა ძალა საპასუხო დარტყმებისთვის. პოატანი მოწყდა. ბრაზილიელმა შემდეგი წამები ოქტაგონზე უგონოდ მწოლიარემ გაატარა. ადესანიამ სანატრელი რევანში აიღო და წელზე კუთვნილი ქამარი მოიხვია.





დაღმასვლა


პერეირასთან რევანშის შემდეგ, კარიერის პიკში მყოფი, 34 წლის ნიგერიელისთვის მოვლებენი რადიკალურად ცუდად განვითარდა. UFC 293-ზე შონ სტიკლენდთან დათმო ქამარი. ერთ წელიწადში კიდევ მიიღო სატიტულო ბრძოლა, ამჯერად დრიკუს დუ პლესიმ მოახრჩო.





იზისთვის და მისი მრავალრიცხვოვანი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ბოლო ერთი წელი. ნიგერიელმა კიდევ ორი ბრუტალური წაგება განიცადა, ორივე ტექნიკური ნოკაუტით.  ბევრი ფიქრობს, რომ ადესანიასთვის ყველაფერი დასრულდა და კარიერის დასრულების დროა, მაგრამ იზი სხვა აზრზეა. ნიგერიელმა გულშემატკივრებს ოქტაგონიდანანვე მიმართა:


შენ უნდა განაგრძო სვლა, კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ! 
მე არსად არ მივდივარ. თქვენ მე ვერასდროს შემაჩერებთ. შეიძლება მცემონ, მაგრამ მე ყოველთვის დაუმარცხებელი დავრჩები.
ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!
•UFC

UFC

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა
•ქართული

ქართული

დემეტრიუს ჯონსონი UFC-ის დიდების დარბაზის წევრი ხდება

•UFC

UFC

დემეტრიუს ჯონსონი UFC-ის დიდების დარბაზის წევრი ხდება
•UFC

UFC

ისტორიული პარტნიორობა - ილია თოფურია და Richard Mille

•ქართული

ქართული

ისტორიული პარტნიორობა - ილია თოფურია და Richard Mille
•ქართული

ქართული

News image

02 აპრ, 2026

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

News image

02 აპრ, 2026

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

News image

29 მარ, 2026

დემეტრიუს ჯონსონი UFC-ის დიდების დარბაზის წევრი ხდება

News image

31 მარ, 2026

ისტორიული პარტნიორობა - ილია თოფურია და Richard Mille

კომენტარები

ლინკის დაკოპირება