მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ვარჯიშზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ცხვირი აქვს გატეხილი და თუ ოპერაციას გაიკეთებს, სრულად გამოსაჯანმრთელებლად შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს:
„ახლახან ცხვირის ქირურგთან ვიყავი და მითხრა, თუ ცხვირს გამისწორებს, კიდევ ერთი წელი დასჭირდება სრულად მოშუშებას. რა თქმა უნდა, ეს არ მინდა.
სხვა შემთხვევაში მითხრა: ‘ოპერაცია მაშინ გაიკეთე, როცა კარიერას დაასრულებ.’ რა თქმა უნდა, მე უახლოეს 20 წელიწადში პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ.
ერთ მხარეს საერთოდ ვერ ვსუნთქავ. რენტგენმა აჩვენა, რომ ცხვირი ორ ადგილას მაქვს გატეხილი. მგონი, ისევ დავიტოვებ ცხვირს, კიდევ უფრო მრუდეს, ვიდრე აქამდე იყო.“ - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

დვალიშვილისა და იანის ტრილოგია - მერაბმა შესაძლო თარიღი დაასახელა