-
Aa
+
ფონტის ზომა
აგერ უკვე წელიწადზე მეტია ჭორები არ წყდება UFC-ს ყელა დროის უდიდესი “სახელგატეხილის“ დაბრუნებასთან დაკავშირებთ. ბოლო პერიოდში ირლანდიელი მებრძოლი შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს უბრუნდება, „არასპორტული“ ცხოვრების პერიოდი გადააგორა და აქტიურად განაახლა ვარჯიში, როგორც ყოველთვის დიდ გულზეა და დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას დაამარცხებს
საყელოში ხელს ჩავავლებ და იმ პატარა ცხვირში გავარტყავ
თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ილიასთან ოქტაგონში კონორის ხილვა თითქმის შეუძლებლად მოსჩანს, მაგრამ თუ კონორს დავუჯერებთ ზოგადად ოქტაგონში დაბრუნებამდე ბევრი დრო აღარ უნდა იყოს დარჩენილი.
ამ ინფორმაციას არც UFC-ის ბოსი დენა უაითი უარყოფს და მეტიც, დარწმუნებულია, რომ კონორი დაბრუნდება, თუმცა ჯერ არაფერია შეთანხმებულთან ახლოსაც კი.
კონორ მაკგრეგორმა თავისი ბოლო ბრძოლა 2021 წლის 11 ივლისს დასთინ პორიეს წინააღმდეგ გამართა, რომელიც შეიძლება ითქვას საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. ტრილოგიის მესამე ბრძოლაში ირლანდილემა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დათმო, მაშინ ძნელად წარმოსადგენი თუ იქნებოდა მილიონობით ქომაგისთვის რომ ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავის შესაძლო ბოლო ბრძოლას ადევნებდნენ თვალს.
მას შემდეგ 5 წელი გავიდა და როგორც ჩანს, სერიოზულად განიხილება „ნოთორიუსის“ დიდ სპორტში დაბრუნება, რაც ყველა შემთხვევაში უდიდესი მოვლენა იქნება გიყვარს თუ არა შეშლილი ირლანდიელი.
ბავშვობაში ბულინგისგან თავის დაცვის მიზნით „ქრამლინგ ბოქს კლუბში“ მისული კონორი მალე გაიტაცეს საბრძოლო ხელოვნებებმა, ნასეენ ჰამედმა, მუჰამედ ალიმ და ბრიუს ლიმ, შემდეგ იყო შერეული ორთაბრძოლები, პირველი ბრძოლა და პირველი ნოკაუტი.
მაკგრეგორის პროფესიონალური კარიერა შერეულ ორთაბრძოლებაში 2008 წლიდან იწყება და 2013 წელს ამ სპორტის ყველაზე დიდი და იმ მომენტისთვის მწვერვალისკენ მიმავალი ორგანიზაციის, UFC-ს კონტრაქტით გრძელდება.
2015 წლის 11 ივლისს კონორმა ქამრისთვის იბრძოლა. ირლანდიელს 5 ბრძოლა დასჭირდა სატიტულო ბრძოლის მიღებამდე, ამ ხუთიდან ოთხი ნოკაუტით დაასრულა. UFC 189-ის ჰედლაინერები კონორი და ჟოზე ალდო უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩემპიონის ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და მაკგრეგორს ჩად მენდესი შერჩა, კონრმა ქამარი მოირგო, წლის ბოლოს კი ალდს დაუბრუნდა და UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური მომენტი შემოგვთავაზა, ნოკაუტი 13 წამში.
შემდეგ იყო ყველასთვის მოულოდნელი მარცხი ნეით დიასთან და დაკარგული ქამარი, მატჩ-რევანში და ქამრის დაბრუნება ედი ალვარეზთან.
2018 წელი კი ნამდვილად UFC-ის პიკია, კონორი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, დაპირისპირება რომელიც სპორტის ფარგლებს გასცდა და ეთნიკური სახე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს „დანებება“ გახდა კონორის კარიერის დაღმასვლის განმაპირობებელი.
ხაბიბთან „ომში“ დამარცხების შემდეგ კონორმა კიდევ სამი ბრძოლა გამართა და ორში დამარცხდა, ბოლო ორი ბრძოლა 6-თვიან მონაკვეთში ჩაატარა, ორივე დასტინ პორიესთან. „მარგალიტმა“ბოლო ლურსმნები ჩაარჭო ირლანდიელის სასახლეს.
მაკგრეგორის დაბრუნებასთან დაკავშირებით უამრავ ჭორს შორის გულშემატკივრების ფავორიტი კონორისა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაა, რაზეც არც ჰავაელია უარზე:
,,კონორი ვარიანტია, კონორმა ერთხელ დამამარცხა, მე მარცხიდან ვბრუნდები, ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იქნება, ვნახოთ რა მოხდება...ხალხი წონაზე წუხს, ეს შეგვიძლია ნებისმიერ წონაში გავაკეთოთ, ვნახოთ რა სურს UFC-ს."
რა იქნება ამ ბრძოლაზე უკეთესი სანახავი? ბევრი არც არაფერი, ჩვენ კი მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ სპორტით დატვირთული ზაფხულის „ვოჩლისთში“ ამ მბრძოლის დამატებაც მოგვიწევს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები