-
Aa
+
ფონტის ზომა
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბრძოლო სპორტის წარმომადგენელი აღნიშნული ბრენდის ელჩთა რიგებს უერთდება.
თოფურია, რომელიც შთამბეჭდავ 17-0 რეკორდს ფლობს და UFC-ის ისტორიაში პირველი დაუმარცხებელი ორგზის ჩემპიონია, საკუთარი გლობალური გავლენის გაფართოებას აგრძელებს.
„ძალიან ვამაყობ, რადგან Richard Mille-სთან პარტნიორობა უდიდესი მოვლენაა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საბრძოლო სამყაროსთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვთანამშრომლობ ისეთ ბრენდთან, რომელიც ასოცირდება სრულყოფილებასა და პროფესიონალიზმთან.“
თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ფილოსოფიას, როგორც თოფურია, ასევე ბრენდი, იზიარებენ ერთსა და იმავე ხედვას: თავდადება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
ჩვენ ორივეს გვიყვარს შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა დისციპლინის მეშვეობით.
თოფურიას გზა - არასტაბილური ბავშვობიდან, რომელიც მოიცავდა ცხოვრებას გერმანიაში, საქართველოსა და ესპანეთში, საბრძოლო სპორტის მწვერვალამდე - ნათლად ასახავს იმ მტკიცე ხასიათსა და მიზანდასახულობას, რომელიც მის წარმატებას განსაზღვრავს როგორც ოქტაგონზე, ისე მის გარეთ.
„დისციპლინა მაბედნიერებს. ეს რთულია. როდესაც დილით ვიღვიძებ, საკუთარ თავს ვაიძულებ წინ წავიწიო. არ არსებობს მოლაპარაკება, თუ რამე უნდა გავაკეთო, აუცილებლად გავაკეთებ, მიუხედავად ყველაფრისა. ყოველდღე ვქმნი ჩემს მენტალიტეტსა და იმას, თუ ვინ ვარ. ყოველ მომენტში საკუთარ თავს ვეჯიბრები.“
ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს საფუძვლიანი მომზადებითა და ელიტური მენტალიტეტით, თოფურიამ უკვე მოიპოვა 11 პირველრაუნდიანი ნოკაუტი და მოიგო როგორც ქვემსუბუქი დივიზიონის, ისე მსუბუქი წონის ტიტულები შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი გამარჯვებებით.
ოქტაგონის მიღმა, ის ატარებს RM 67-02 Automatic Extra-Flat-ს - მსუბუქ საათს, რომლის მექანიკური ინოვაცია ასახავს მის სისწრაფეს, ეფექტურობას და მუდმივ წინსვლაზე ორიენტირებულ ამბიციას.
„ეს არის მაღალი კლასის საათი, რომელიც არ არის გადაჭარბებულად ბრწყინვალე. ის თხელი, ელეგანტური და იდუმალია,“ - ამბობს ქართველი.
Richard Mille-ს პარტნიორები არიან: ალან პროსტი, შარლ ლეკლერი, დიდიე დროგბა, ფელიპე მასა, ჯონ მალკოვიჩი, ლანდო ნორისი, ფარელ უილიამსი, რაფაელ ნადალი, რომან გროჟანი, სემ კერი, იოჰან ბლეიკი და სხვები.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები