UFC-ის მსუბუქი წონის კონტენდერი არმან ცარუკიანი მზად არის ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის დაგეგმილი ბრძოლის დამზღვევი იყოს, თუმცა მატჩმეიქერებისთვის ერთ კონკრეტულ პირობაზე ამახვილებს ყურადღებას.
არიელ ჰელუანისთვის მიცემულ ინტერვიუში ცარუკიანმა განაცხადა, რომ UFC Freedom 250-ზე დამზღვევის როლში ყოფნის შემთხვევაშიც კი ოფიციალურად აწონვაზე არ დადგება.
„ვისაუბრეთ ჩემს მომავალ გეგმებზე. ვივარჯიშებ და ფორმაში ვიქნები, თუ მთავარი ბრძოლის დროს რამე მოხდება თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე, მზად ვიქნები დამზღვევად შევიდე და ვიბრძოლო.
თუ არა, ილია vs. გეიჯის შემდეგ გამოაცხადებენ ჩემს შემდეგ ბრძოლას. არ მინდა [აწონვა], წონას დაბალ დონეზე შევინარჩუნებ, იმ შემთხვევისთვის, თუ 4-5 დღით ადრე დამიძახებენ. დიდი ალბათობით გამარჯვებულს შევხვდები, მაგრამ სხვადასხვა კარგი ვარიანტიც არსებობს.
მაგრამ დამზღვევის სტატუსით 155 ფუნტამდე წონის დაყვანას და ოფიციალურად აწონვას არ ვაპირებ.“ - თქვა ცარუკიანმა.
ცარუკიანმა გასულ წელს UFC 317-ზე, თოფურია vs. ოლივეირას წინ, დამზღვევის სტატუსით აწონა უკვე გაიარა, როცა მსუბუქი წონის ვაკანტური ტიტული იყო სასწორზე. მაშინ თოფურიამ ნოკაუტით გაიმარჯვა, ხოლო ცარუკიანის ტიტულისკენ გზა კვლავ გადაიდო.