ისლამ მახაჩევმა სოციალურ ქსელში ილია თოფურიას უპასუხა.
,,ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, აქ ვინ შეშინდა. შეგიძლია შენი სიმხდალე საზიზღარი ტვიტებით დაფარო, მაგრამ ნუ იდარდებ, ერთ დღეს აუცილებლად მიიღებ იმას, რაც თავად მოითხოვე!
და შენს მსუქან მენეჯერს არ დასჭირდება მილიარდების მოთხოვნა ჩემთან ჩხუბისთვის, ამას უფასოდაც გავაკეთებთ." - წერს მახაჩევი თოფურიას პოსტის პასუხად.
გავრცელებული ინფორმაციით, ილია თოფურიას თეთრი სახლის ღონისძიებაზე სწორედ ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურდა, თუმცა ბრძოლა ამ უკანასკნელის ტრავმის გამო ვერ ჩაინიშნა.
თოფურია: ,,კიდევ ერთხელ, ვიღაც სხვა გადაიხდის ისლამის გაქცევის ფასს"