ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ისლამი კიდევ ერთხელ გამოდის საბაბით. ამჯერად ეს ტრავმაა.
ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მივიღებდი. მაშინაც კი, როცა UFC-მ ერთ მომენტში მითხრა, რომ ამ ღონისძიებისთვის ჩემზე არ უნდა გაეთვალათ, ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკებების ნაწილი იყო.
როცა ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამი და ერთი წამითაც არ დამიყოვნებია, მაშინვე დავთანხმდი ბრძოლას.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ჯერ ოფიციალურად არ იყო დადასტურებული, თეთრი სახლის ქარდი მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო. და როცა გამეღვიძა, გავიგე, რომ ისლამი ტრავმირებული იყო.
შემდეგ კი ჯასტინ გეიჯი გამოჩნდა. კიდევ ერთხელ, ვიღაც სხვა გადაიხდის ისლამის გაქცევის ფასს. ორივეს მენეჯერი ნაბი*ვარია და ასევე საშინლად მახინჯი. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში. მე არ ვარ ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს.
ეს სწრაფად დასრულდება. როცა გონს მოხვალ, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება.“ - წერს თოფურია X-ზე.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის 14 ივნისს, თეთრი სახლის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაუპირისპირდება.