ილია თოფურიას თქმით, მან ისლამ მახაჩევთან შესაძლოა წლის ბოლოს, თავისი შემდეგი ბრძოლის შემდეგ, იბრძოლოს.
გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, მე ვიცოდი, რომ ისლამთან ბრძოლა უნდა მქონოდა. ვფიქრობ, ეს ბრძოლა საბოლოოდ აუცილებლად გაიმართება.
იმედი მაქვს, წლის ბოლოსკენ. ჯასტინ გეიჯისთან ამ ბრძოლის შემდეგ, შესაძლოა სწორედ ეს ბრძოლა შედგეს.“ - განაცხადა ქართველმა One on One MMA-ში საუბრისას.
ილია თოფურიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა შესთავაზეს, ის დათანხმდა, დაიძინა და გაღვიძებისას გაიგო, ისლამი დაშავებული იყო:
„სანამ ჯასტინთან ბრძოლას დამიდასტურებდნენ, მე ისლამთან უნდა მებრძოლა. დენამ თქვა, რომ თეთრი სახლის ქარდის ანონსს აპირებდა.
UFC-დან მიღებული ზარიდან მივხვდი, რომ ისლამთან ვიბრძოლებდი. პირველი ბრძოლა, რომელიც შემომთავაზეს, სწორედ ისლამთან იყო.
შემდეგ დავიძინე და შუაღამისას UFC-დან დაახლოებით 100 ზარი მივიღე, რომ ‘ისლამი დაშავებულია, ჯასტინ გეიჯისთან იბრძოლებ.’“ - იხსენებს თოფურია.