OKTAGON 86-ის ღონისძიებაზე ამირან გოგოლაძე ქვესაშუალო წონის ყოფილ ჩემპიონ იონ სურდუს დაუპირისპირდა.
ქართველმა მებრძოლმა მოლდოველ-რუმინელი მეტოქე პირველივე რაუნდში ეფექტურად დაანოკაუტა.
ეს ამირან გოგოლაძისთვის ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა, ჯამში კი მისი MMA რეკორდი უკვე 18 მოგებასა და 3 მარცხს ითვლის.