VIDEO: ბუდუმ 5 თვის შემდეგ გაიტანა - მისმა გუნდმა 4 თვის შემდეგ მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში 5-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა, მისმა ჰაიდენჰაიმმა კი 4-თვიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
ქართველის გუნდმა, ჩემპიონატის 29-ე ტურში, ცხრილის მე-11 ადგილოსან უნიონ ბერლინს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სხვათა შორის, ჰაიდენჰაიმელებმა უნიონის წინააღმდეგ, ჩემპიონატის ეგიდით, ზედიზედ მე-12 დაუმარცხებელი ურთიერთშეხვედრა ჩაატარეს.
ბუდუ მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, როცა 2:0 იყო და 10 წუთში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მისთვის სეზონში მე-2 გოლია - პირველი 1-ელ ნოემბერს, აინტრახტს გაუტანა.
ჰაიდენჰაიმმა 6 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა და 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. შედეგად, 19 ქულა მოაგროვა, კვლავ ბოლო ადგილზეა და საპლეიოფო მე-16 ადგილთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.
ბუნდესლიგაში სათამაშო კიდევ 5 ტურია - ბუდუს გუნდი ფრაიბურგს, ბაიერნსა და კიოლნს ესტუმრება, ხოლო ზანქტ პაულსა (საპლეიოფო მე-16 ადგილზე ახლა სწორედ ისაა) და მაინცს უმასპინძლებს.