შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 88-ე კონგრესი ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და გენერალურმა მდივანმა, ზურაბ თალაკვაძემ მიიღეს.
დღესვე გაიმართა ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის არჩევნები, რომელზეც თალაკვაძე აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. იგი წლების განმავლობაში აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ.
გარდა ამისა, კონგრესზე ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს - ფრანგი მარკ ვენტულიაკი.
Adjarabet Arena-ს სახელით, ზურაბ თალაკვაძესა და მთლიანად საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ!..