VIDEO: მეკარეს ბურთი აართვა და 30 მეტრიდან შეაგდო - ვაკომ სეზონში მეორედ გაიტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა, ჩინეთის სუპერ ლიგის მე-5 ტურში, ჰენან სონშან ლონმენთან გასვლით მატჩში, გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.
42-ე წუთზე, ქართველმა შემტევმა კარიდან გამოსული მეკარის შეცდომით ისარგებლა, ბურთი აართვა და დაახლოებით 30 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა.
ვაკოსთვის მიმდინარე სეზონში მე-2 გოლია - ბოლო ორ ტურში ზედიზედ გაიტანა, იქამდე კი აქტივში 1 საგოლე პასი ჰქონდა.
ყაზაიშვილმა სუპერ ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 32 საგოლე მოქმედება მიითვალა - 27 გოლი და 5 ასისტი. შედეგად, ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ახალი ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო, -6 ქულით დაიწყო, შესაბამისად, 5 ტურის შემდეგ ახლა 3 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე იმყოფება. ფედერაციამ ჯამში 9 გუნდი დაასანქცირა.
17 აპრილს, შანდონ ტაიშანი საკუთარ მოედანზე მე-11 ადგილოსან შანხაი პორტს მიიღებს.