VIDEO: სეზონში მე-2 გოლი - არდაზიშვილმა ამჯერად პენალტიდან გაიტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რატი არდაზიშვილმა, ჩინეთის რანგით მე-2 ლიგის ეგიდით, სეზონში მეორე გოლი გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა გუანსი ენჩენი, მეიჟუ ჰაკკასთან გასვლითი მატჩისას, პენალტიდან დააწინაურა, თუმცა მისმა გუნდმა უპირატესობა ხელიდან გაუშვა და 1:2 დამარცხდა.
არდაზიშვილს 4 ტურში 2 გოლი აქვს, მის გუანსი ენჩენის კი - 6 ქულა. მომდევნო ტურში, 18 აპრილს, მე-14 ადგილოსან სუჟოუ დონგვუს ესტუმრებიან.
27 წლის ქართველი გუანსი ენჩენის რიგებში იანვარში ჩაირიცხა და კლუბთან 1+1 სისტემის ხელშეკრულება გააფორმა.
გუანსი ენგჩენი ჩინეთის სამხრეთით მდებარე რეგიონ გუანსის კლუბია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და, ქვეყნის მეორე ლიგის 9-ქულიანი უპირატესობით მოგების შემდეგ, 2026 წლის სეზონიდან პირველ ლიგაში (სუპერ ლიგის შემდეგი დივიიზიონი) ასპარეზობს.
არდაზიშვილი თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია, წლების განმავლობაში ლატვიაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც უთამაშია, 2025 წლის ივლისიდან კი გაგრაში გამოდიოდა და ეროვნული ლიგის 16 მატჩში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 1 გოლი და 4 ასისტი.