VIDEO: ჭანტურიშვილის საგოლე პასი - იაბლონეცმა მე-3 ადგილზე აინაცვლა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის CHANCE LIGA-ს მიმდინარე სეზონში მე-3 საგოლე მოქმედება შეასრულა.
ქართველი ნახევარმცველის იაბლონეცმა შინ ოსტრავას 4:1 მოუგო, ვახომ კი 41-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდი 2:1 დაწინაურდა. წლევანდელ ჩემპიონატში 1 გოლი და 2 ასისტი აქვს.
28 მატჩის შემდეგ, ჭანტურიშვილის იაბლონეცს 51 ქულა აქვს, პლზენს დროებით მაინც (ხვალ ლიდერ სლავიას სტუმრობს) გადაასწრო და მე-3 პოზიციაზე აინაცვლა.
იაბლონეცი მომდევნო ტურში, 18 აპრილს, გასვლაზე ეთამაშება სპარტა პრაღას, რომელიც მე-2 ადგილზეა და 6 ქულით მეტი აქვს (ამ ტურის მატჩს ისიც ხვალ თამაშობს).