ისლამ მახაჩევი იტალიაში გაძარცვეს.
ქურდებმა მისი ბარგი მოიპარეს და არაფერი დაუტოვეს, გარდა პასპორტისა და საფულისა. გაძარცვის შემდეგ ისლამ მახაჩევმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ყველაფერი კარგადაა, არ ინერვიულოთ. ჩემი სალოცავი ხალიჩა აქ არის. სხვა არაფერი მჭირდება.“
მახაჩევს ასევე ხვიჩა კვარაცხელიას ნაჩუქარი ბუცები მოპარეს, რომლებიც ქართველს პსჟ – ლივერპულის მატჩში ეცვა და ეს ბუცები ახლა ქურდების ხელშია.
„ჩანთაში ყველაზე ძვირფასი კვარას ბუცები იყო. ქურდებო, თუ ფეხბურთი არ გიყვართ, ბუცები მაინც დააბრუნეთ.“ - წერს მახაჩევი.
