მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ არმან ცარუკიანი ვერ შეძლებს ილია თოფურიას თეიქდაუნს და ნოკაუტით დამარცხდება.
მე პატივს ვცემ არმან ცარუკიანს, მაგრამ თუ არმანი ილიას შეხვდება, ილია მოიგებს.
ის ვერ შეძლებს ილიას თეიქდაუნს, ეს ლოგიკაშიც არ ჯდება. შემდეგ არმანს მოუწევს ილიასთან დგომში ბრძოლა და სწორედ მაშინ დაანოკაუტებს ილია არმან ცარუკიანს.“ - განაცხადა მერაბმა დემეტრიუს ჯონსონთან საუბარში.
მერაბ დვალიშვილი 18 აპრილს ჰენრი სეხუდოს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დაუპირისპირდება.