UFC-ის მორიგი ღონისძიების შემდეგ რეიტინგი განახლდა.
საშუალო წონის ტოპ 15-ში ცვლილება შეეხო რომან დოლიძეს, რომელმაც მე-15-დან მე-14 ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველმა მებრძოლმა ადგილი პაულო კოსტას გაუცვალა, რომელმაც ქვემძიმე წონაში თავისი ბრძოლა მოიგო და სწორედ ამ დივიზიონში დაიკავა მე-7 პოზიცია.
P4P (წონების საერთო) რეიტინგში კვლავ მე-2 ადგილზეა ილია თოფურია, რომელიც მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, მერაბ დვალიშვილი კი მე-8 პოზიციას იკავებს.
P4P რეიტინგის ტოპ 15-ში ახალ სახეს ვხედავთ ქვემძიმე წონის ჩემპიონის კარლოს ულბერგის სახით, რომელიც მე-15 ადგილზეა, არმან ცარუკიანმა კი 2 პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-13 ადგილს იკავებს.