UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ რემატჩზე ისაუბრა.
ჰოლოუეისა და ოლივეირას პირველი ბრძოლა 2015 წლის აგვისტოში, UFC Fight Night 74-ზე გაიმართა. მაშინ მაქსმა პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
,,ვფიქრობ, მაქსი მოიგებს. ის ძალიან მყარად დგას ფუნდამენტურად და ხანდახან მგონია, რომ ჩარლზი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. ის უფრო ასეთია - „მოდი ვიჩხუბოთ, მოდი სცადე.“
მგონია, რომ მაქსი ტაქტიკურად უფრო ჭკვიანია. ის ბრძოლას ფეხზე ინარჩუნებს, იყენებს თავის 1-2 კომბინაციებს და გვერდულად მოძრაობს." - თქვა სეხუდომ MMA Junkie-სთან საუბარში.
ჰოლოუეის ბოლო ბრძოლა დასტინ პორიეს წინააღმდეგ 2025 წლის ივლისში, UFC 318-ზე შედგა. მაქსმა ეს შეხვედრა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მისი რეკორდია 27 გამარჯვება და 8 მარცხი.
ოლივეირას ბოლო ბრძოლა მატეუშ გამროტის წინააღმდეგ 2025 წლის ოქტომბერში, UFC Fight Night 261-ზე გაიმართა. ეს ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდა მეორე რაუნდში საბმიშენით. მისი რეკორდია 36 გამარჯვება, 11 მარცხი და ერთი ბრძოლა, რომელიც არ ჩათვლილა (no-contest).
ჰოლოუეისა და ოლივეირას ბრძოლა 8 მარტს UFC 326-ზე, ლას-ვეგასში, გაიმართება.