რიკარდო კაკამ, მილანში ალვარო მორატას გადასვლისას ესპანელის მხრიდან შემოსული ზარი გაიხსენა.
„ძალიან მიხარია, რომ მორატა მილანში გადავაიდა. საჩემპიონო ესპანეთის კაპიტანს გუნდისთვის ბევრის მიცემა შეუძლია.
მან დამირეკა, იმიტომ რომ ჩემი 22-ნომრიანი მაისურის აღება უნდოდა. მას ვუთხარი, რომ ეს ნომერი მხოლოდ მე კი არა, ყველას ეკუთვნის.
საბოლოოდ, მან სხვა ნომერი აირჩია [7 - ავტ], მაგრამ ამის გამო დარეკვა მისი მხრიდან ძალიან ლამაზი და პატივსაცემი ჟესტი იყო.
მას მილანში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ." - აღნიშნა როსონერის ექს-ფეხბურთელმა.