სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კაზემიროს მიაჩნია, რომ მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია მაგალითისთვის მან სიტი გამოიყენოს.
კლუბის ახალმა თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია, მან იუნაიტედი ფეხბურთის ელიტაში 2028 წლისთვის დააბრუნოს.
„ეს დიდი მიზანია. უფრო რიდიანები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ისინი [მან სიტი] ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოები არიან. თუმცა, ისტორიულად არა. მან იუნაიტედის ისტორია ყველაფერს თვითონ ამბობს, მაგრამ დღეს, მან სიტის დამარცხება ყველას უნდა.
სიტის სახით კარგი მაგალითი გვყავს, მათ დიდებული საქმე შეასრულეს. რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანების კლუბში მოსვლა, რომლებსაც მისი დონის მომატება სურთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ამ კომპანიას [Ineos-ს] ეს სურს. იმედი მაქვს, ახალი მფლობელები მოვლენ და ჩვენთან ერთად გაიზრდებიან, იმიტომ რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები ჰყავდეს, რომლებსაც ზრდა სურთ." - აღნიშნა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.
კომენტარები