მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის მე-3 დღის ბოლო თამაშში ერთმანეთს სერბეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ევრო 2024 - დღე 3 [პრევიუ და ჩვენი პროგნოზები]
შეხვედრაში ბევრი გამორჩეული მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას როგორც ერთი, ისე მეორე გუნდიდან, თუმცა ყურადღების გამახვილება ორ მოთამაშე გვსურს.
პირველი მათგანი ჰარი კეინია, რომელიც ინგლისის ნაკრების კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
30 წლის თავდამსხმელს სამი ლომის შემადგენლობაში ჩატარებულ 91 მატჩში 63 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 4 ევროპის ჩემპიონატზე. მან ოთხივე გოლის გატანა ევრო 2020-ზე მოახერხა.
კეინს ინდივიდუალურად ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა, რაც ევროპული ოქროს ბუცის მოგებაშიც აისახა. მიუნხენის ბაიერნის ცხრიანმა ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონში 36 გოლი გაიტანა. ინგლისელი ჩემპიონთა ლიგის თანაბომბარდირიც გახდა. მან და კილიან მბაპემ ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარ ტურნირზე 8-8 გოლის გატანა შეძლეს.
დღევანდელ შეხვედრაში საპირისპირო მხარეს კი დუშან ვლაჰოვიჩი შეუტევს, რომელიც სერბეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მას ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის ბომბარდირებში მე-4 ადგილს იკავებს. მას სამეულამდე 3 გოლი აკლია. მას 1 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზეც აქვს გატანილი, ევროზე კი საკუთარი ანგარიშის გახსნას დღეიდან შეეცდება.
ვლაჰოვიჩმა სერია ა-ს გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი დაიკავა, ის მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩა.
რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაში სხვა ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა მხრიდანაც საფრთხეს უნდა ველოდოთ, თუმცა გუნდების მთავარი დამრტყმელი ძალა შესაძლოა ჰარი კეინი და დუშან ვლაჰოვიჩი აღმოჩნდნენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 საათის წინ
34 წუთის წინ
38 წუთის წინ
4 საათის წინ