მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის მე-3 სათამაშო დღეს მაყურებლები სამ მატჩს ვიხილავთ.
დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს პოლონეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდებიან (17:00).
პოლონელები ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე ითანამშებენ, თუმცა ნიდერლანდები მათთვის პრობლემად რჩება. მათ დღევანდელ მეტოქესთან ბოლო 12 მატჩში არ მოუგიათ (5 ფრე, 7 წაგება). ბოლოს პოლონელებმა ნიდერლანდები 1979 წლის მაისში ევროს შესარჩევ ეტაპზე 2-0 დაამარცხეს, 9 წლით ადრე, ვიდრე რობერტ ლევანდოვსკი დაიბადებოდა (თავდამსხმელი დღევანდელ თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებს).
1988 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც დასავლეთ გერმანიაში ჩატარდა ნიდერლანდების ტრიუმფით დასრულდა, დღევანდელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც ფინალში საბჭოთა კავშირი 2-0 დაამარცხა. მაშინ დღევანდელი შემადგენლობის არცერთი წევრი დაბადებული არ იყო. ნარინჯისფრებს ტურნირის დაწყებამდე მნიშვნელოვანი მოთამაშეები გამოაკლდათ - ტეუნ კოოპმაინერსი და ფრენკი დე იონგი გუნდს ევროზე ვერ დაეხმარებიან, მათ ლიდერებად კი ვირჯილ ვან დაიკი და მემფის დეპაი რჩებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი - შესნი; ბედნარეკი, დავიდოვიჩი, კივიორი; ფრანკოვსკი, სლისი, პიოტროვსკი, მოდერი, ჟალევსკი; ჟელინსკი; ბუკსა.
ნიდერლანდები - ვერბრუგენი; დუმფრისი, დე ვრაი, ვან დაიკი, აკე; რაინდერსი, შაუტენი, ვეერმანი; სიმონსი, დეპაი, გაკპო.
გუნდებმა ისტორიულად ჯამში 19 მატჩი ჩაატარეს ერთმანეთთან, საიდანაც 9-ჯერ ნიდერლანდებმა მოიგო, 7 მატჩი ფრედ დასრულდა 3 პოლონეთის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ adjarabetarena-ზე ახალი უფასო თამაში სპორტის გურუ დაგვემატა, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურად გააკეთოთ პროგნოზები ევრო 2024-ის მატჩებზე და თამაშ-თამაშით მოიგოთ სხვადასხვა საკმაოდ სოლიდური პრიზები და მათ შორის - საგზური ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე.
ნიდერლანდების ბოლო 5 მატჩიდან 3 გოლზე ნაკლები არცერთ მათგანში არ გასულა, პოლონეთის შემთხვევაში კი ასეთი ბოლო 2 მატჩია. სავარაუდოდ, გოლებს დღესაც უნდა ველოდოთ.
მატჩის მთავარი არბიტრი არტურ სოარეშ დიაში იქნება, რომელმაც გასულ სეზონში 29 მატჩში იმსაჯა და მოთამაშეებს ჯამში 145 ყვითელი, 5 მეორე ყვითელი და 3 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 11 პენალტი დანიშნა.
დღის მეორე მატჩი სლოვენიასა და დანიას შორის შედგება (20:00).
სლოვენიელები თავის მეორე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, პირველ შემთხვევაში მათ თამაშის მოგება ვერ მოახერხეს (ევრო 2000 - 2 ფრე, 1 წაგება), თუმცა მატიაჟ კეკის გუნდი ფავორიტი დღესაც არ იქნება, ისინი დანიელებს ბოლო 6 მატჩია ვერ ამარცხებენ (1 ფრე, 5 წაგება), მათ შორის 2 შეხვედრა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. გუნდის მთავარი ლიდერები მადრიდის ატლეტიკოს გამოცდილი მეკარე იან ობლაკი და ლაიფციგის ახალგაზრდა თავდამსხმელი ბენჯამინ შეშკო იქნებიან.
დანიელებმა ბოლო ევროზე კარგი შედეგი დააფიქსირეს. ისინი ევრო 2020-ზე 1/2 ფინალში გავიდნენ, სადაც ინგლისთან დამატებით დროში დამარცხდნენ. 1992 წლის ევროპის ჩემპიონები წელს სხვა ფეხბურთელებთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეების კრისტიან ერიქსენისა და რასმუს ჰოილუნდის იმედზე იქნებიან და შეეცდებიან ევროზე კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირონ.
სავარაუდო შემადგენლობები
სლოვენია - ობლაკი; კარნიჩნიკი, ბრეკალო, ბიოლი, იანჟა; სტოიანოვიჩი, ელშნიკი, გრეზნდა ჩერინი, მლაკარი; შპორარი, შეშკო.
დანია - შმეიხელი; ანდერსენი, კრისტენსენი, ვესტერგორი; კრისტიანსენი, ჰიულმანდი, ერიქსენი, ჰოიბიერგი, ბა; ჰოილუნდი, ვინდი.
გუნდებს შორის ურთიერთაპირისპირებაში ზემოთ აღნიშნულ 6 მატჩი ფიქსირდება. სტატისტიკისა და დღევანდელი მდგომარეობის ფონზე კი სავარაუდოა, რომ დანიელთა გამარჯვებას დღესაც ველოდოთ.
მატჩის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი სანდრო შერერი იქნება, რომელმაც გასულ სეზონის 16 მატჩში მოთამაშეებს ჯამში 60 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 5 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
სათამაშო დღეს სერბეთისა და ინგლისის მატჩი დახურავს (23:00).
სერბების თავდამსხმელ ალექსანდერ მიტროვიჩს პრემიერ ლიგაში ნიუკასლისა და ფულემის რიგებში ბევრი გოლი აქვს გატანილი დუშან ტადიჩსაც რამდენიმე წელი საუთჰემპტონში აქვს გატარებული, თუმცა ინგლისელთათვის სერბეთი მაინც უცხოა, რადგან ეს ნაკრებები, მას შემდეგ რაც სერბეთი დამოუკიდებლად არსებობს, პირველად დაუპირისპირდებიან, თუმცა გარეთ საუთგეიტი მეტოქეს მეორე სართულზე უნდა უფრთხილდეს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბების გატანილი 15 გოლიდან მესამედი თავური დარტყმით გავიდა. ეს ყველაზე კარგი შედეგია ევრო 2024-ის გუნდებს შორის.
ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან პენალტების სერიაში წაგებამ სამი ლომის აღსანიშნავი რეკორდი შესაძლოა გადაფარა. ინგლისელებმა ევროზე ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს (10 მოგება, 7 ფრე). რა თქმა უნდა, მოლოდინი ახლაც მაღალია. მათ ხომ ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი და ფილ ფოდენი ჰყავთ - გასული სეზონის ოქროს ბუცის მფლობელი, ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეები. თუ არა ახლა, მაშინ როდის?
სავარაუდო შემადგენლობები
სერბეთი - ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი; მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი; ჟივკოვიჩი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკიჩი, კოსტიჩი; ადიჩი; მიტროვიჩი, ვლაჰოვიჩი.
ინგლისი - პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გუეი, ტრიპიე; ალექსანდერ-არნოლდი, რაისი; საკა, ბელინგემი, ფოდენი; კეინი.
მიუხედავად ბევრი ვარსკვლავის თამაშისა, დღეს გუნდების მთავარ დამრტყმელ ძალად დუშან ვლაჰოვიჩი და ჰარი კეინი შეიძლება ჩაითვალონ. სერბმა სერია ა-ს გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა, ინგლისელი კი, როგორც უკვე ვთქვით, ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. შესაბამისად ჩვენი პირველი არჩევანი გოლის გატანის მხრივ ეს ორი მოთამაშე იქნება.
მატჩის მთავარი არბიტრი იტალიელი დანიელე ორსატო იქნება, რომელმაც გასულ სეზონში 28 შეხვედრაში იმსაჯაა და მოთამაშეებს ჯამში 132 ყვითელი, 6 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 5 პენალტი დანიშნა.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
1 დღის წინ
12 საათის წინ
13 საათის წინ