იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა, მსოფლიოს მასშტაბით, ნაკრებების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ათეული დაასახელა.
პირველ ადგილზე კარლო ანჩელოტი დიდი უპირატესობითაა, სიაში ასევე არიან ტოპ ნაკრებებისა და მათ შემდეგ მეორე ეშელონის ნაკრებთა მწვრთნელები, ასევე აქაა ერთ-ერთი აზიური ნაკრების მთავარი მწვრთნელიც.
საინტერესოა ისიც, რომ ათეულის მხოლოდ ბოლო ადგილზეა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ლიონელ სკალონი. საერთო ჯამში, სია და მონაცემები ასეთია:
კარლო ანჩელოტი (ბრაზილია) - 9.5 მლნ ევრო;
ტომას ტუხელი (ინგლისი) - 5.9 მლნ ევრო;
იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - 4.9 მლნ ევრო;
ფაბიო კანავარო (უზბეკეთი) - 4 მლნ ევრო;
რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - 4 მლნ ევრო;
დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - 3.8 მლნ ევრო;
მარსელო ბიელსა (ურუგვაი) - 3.5 მლნ ევრო;
რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) - 3 მლნ ევრო;
გუსტავო ალფარო (პარაგვაი) - 2.5 მლნ ევრო;
ლიონელ სკალონი (არგენტინა) - 2.3 მლნ ევრო.
როგორც ვხედავთ, ტოპ-10-ში ყველაზე მეტი წარმომადგენელი არგენტინას ჰყავს - სკალონი, ალფარო და ბიელსა, 2-2 იტალიასა (ანჩელოტი და კანავარო) და გერმანიას (ნაგელსმანი და ტუხელი), ხოლო თითო-თითო ესპანეთს (მარტინესი), ნიდერლანდებსა (კუმანი) და საფრანგეთს (დეშამი).