ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
გამოცემა Globo-ს ინფორმაციით, ფედერაციამ იტალიელ სპეციალისტთან ხელშეკრულების 2030 წლამდე გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.
კარლომ ბრაზილიის ნაკრები 2025 წლის მაისში ჩაიბარა და კონტრაქტი 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე გააფორმა.
მოქმედი ხელშეკრულებით კარლოს ხელფასი ბრაზილიაში წლიურად დაახლოებით 10 მილიონი ევროა, რაც ყველაზე მაღალი ხელფასია სანაკრებო მწვრთნელებს შორის.
მხარეებს შორის დადებული კონტრაქტი ითვალისწინებს 5-მილიონიან ბონუსსაც, თუ ბრაზილია 2026 წლის მსოფლიოს მოიგებს.
ბრაზილიელი ხელმძღვანელობის აზრით, მწვრთნელმა უკვე საკმარისი გააკეთა საიმისოდ, რომ ნაკრები სწორ გზაზე დაბრუნდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე მოლოდინი გაზარდოს.