ბრაზილიის სერია ა-ს 37-ე ტურში სანტოსი ჟუვენტუდეს ესტუმრა და 0-3 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან ჰეთ-თრიქი ნეიმარმა შეასრულა, რომლის თამაშიც რეკომენდებული არ არის, რადგან მას მუხლის ტრავმა აწუხებს.
ბრაზილიელმა გოლები 56-ე, 65-ე და 73-ე წუთებზე გაიტანა და ჰეთ-თრიქი 17-წუთიან მონაკვეთში მიითვალა. ნეიმარმა ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ამ გამარჯვებით სანტოსს 44 ქულა დაუგროვდა და ბოლო ტურის წინ გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს.
ბოლო მატჩში ნეიმარის გუნდი კრუზეიროს უმასპინძლებს და შეეცდება ბრაზილიის სერია ა-ში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნოს.