პსჟ-ს ნახევარმცველმა, ვიტინიამ, პორტუგალიურ Canal 11-თან ინტერვიუში იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა გუნდში ერთდროულად მესი, ნეიმარი და მბაპე თამაშობდნენ.
ფეხბურთელმა პირდაპირ თქვა, რომ მიუხედავად მათი გენიალურობისა, მოედანზე ბალანსის შენარჩუნება ძალიან რთული იყო.
მათთან ერთად გასახდელის გაყოფა დიდი პრივილეგია იყო, ისინი ნამდვილი ვარსკვლავები არიან. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთი ყველასგან ითხოვს დაცვაში მუშაობას. თავს ვერ მისცემ იმის უფლებას, რომ გუნდში გყავდეს სამი მოთამაშე, რომელიც არ დარბის. დღეს ნებისმიერ გუნდს შეუძლია კარგად ორგანიზება და პრობლემების შექმნა, თუ შენ ბოლომდე არ იხარჯები.
ნახევარმცველმა ხაზი გაუსვა განსხვავებას ლუის ენრიკეს ამჟამინდელ გუნდთან და აღნიშნა, რომ ახლა შემტევები დაცვას ბევრად ეხმარებიან:
დღეს ვხედავ დემბელეს ან გონსალო რამოშს, რომლებიც გიჟებივით დასდევენ მეტოქის მცველებს და პრესინგს საჯარიმოსთან იწყებენ. სწორედ ეს არის მთავარი სხვაობა.
შეგახსენებთ, რომ ეს სუპერ-ტრიო პარიზში 2022-2023 წლებში თამაშობდა. მართალია, გუნდმა საფრანგეთში ტიტულები მოიგო, თუმცა მთავარი მიზანი, ჩემპიონთა ლიგა, მიუღწეველი დარჩა, რის შემდეგაც კლუბმა ვარსკვლავურ მოდელზე უარი თქვა და აქცენტი გუნდურობაზე გადაიტანა.