ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა და მწვრთნელმა, ჩავიმ, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც 2023 წელს ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში დაბრუნებას ხელი შეუშალა.
– შეეძლო მას ბარსელონაში დაბრუნება, როცა თქვენ მთავარი მწვრთნელი იყავით?
„აქ პრეზიდენტიც არ ამბობს მთელ სიმართლეს. ლეოს ტრანსფერი უკვე ფაქტობრივად შეთანხმებული იყო. 2023 წლის იანვარში, მას შემდეგ რაც ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ჩვენ მას დავუკავშირდით და მან მითხრა, რომ დაბრუნების სურვილი ჰქონდა. მე მას გუნდში ვხედავდი. მარტამდე ვეკონტაქტებოდით და ვუთხარი: „როცა მწვანე შუქს ამინთებ, პრეზიდენტს შევატყობინებ“, რადგან საფეხბურთო თვალსაზრისით ის შემადგენლობაში აბსოლუტურად წარმომედგინა."
– და რა მოხდა შემდეგ?
„ლაპორტამ სიტყვასიტყვით შემდეგი მითხრა: თუ ლეო დაბრუნდება, მის წინააღმდეგ ნამდვილ ომს დაიწყებენ და მას ამის უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის არ შეუძლია. ამის შემდეგ ლეომ მოულოდნელად ჩემს ზარებზე პასუხი შეწყვიტა, რადგან მეორე მხრიდან უკვე შეატყობინეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. მამამისს დავურეკე და ვუთხარი: „ხორხე, ასე არ შეიძლება“. მან კი მიპასუხა: „პრეზიდენტს დაელაპარაკე“.
მე ისევ ვუხსნიდი: „ლეოსთან უკვე ხუთი თვეა ვკონტაქტობთ, ყველაფერი ფაქტობრივად მზადაა. საფეხბურთო კუთხით ეჭვი არ არსებობს, ეკონომიკურად კი – ჩვენ მონჟუიკზე ვითამაშებდით და ნამდვილ „უკანასკნელ ცეკვას“ მოვაწყობდით, როგორც მაიკლ ჯორდანს ჰქონდა, ყველაფერი მზად იყო“, – განაცხადა ჩავიმ.