VIDEO: 23 წითელი ბარათი - რეკორდული ჩხუბი ბრაზილიურ ფეხბურთში
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის მინეიროს ფინალში კრუზეიროსა და ატლეტიკო მინეიროს დაპირისპირება შედგა, რომელიც კრუზეიროს გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
თუმცა რაც ამ მატჩის ბოლოს მოხდა ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.
თამაშის ბოლო წუთზე კრუზეიროს შემტევისა და ატლეტიკოს მეკარის შეჯახების შემდეგ გუნდებს შორის მასშტაბური ჩხუბი დაიწყო, რომელსაც საბოლოოდ 23 წითელი ბარათი მოჰყვა.
მსაჯმა კრუზეიროს 12 მოთამაშეს, ხოლო ატლეტიკო მინეიროს 11 წევრს უჩვენა წითელი ბარათი. ეს კი ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია - აქამდე ერთ მატჩში 23 წითელი ბარათი არასდროს გამოყენებულა.
რეკორდი 1954 წლის პორტუგესასა და ბოტაფოგოს შორის მატჩში იყო დაფიქსირებულა, სადაც მოედნიდან 22 მოთამაშე გააძევეს.