სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ქალაქ პიზაში ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი მიმდინარეობს.
საქართველოს ქალთა ნაკრებიდან ასპარეზობა დაიწყო ირმა ხეცურიანმა, რომელმაც რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი შეჯიბრში 1/2 ფინალიდან ჩაერთო და ბელარუსი მეტოქე, ალესია ილმინსკაია 15-7 დაამარცხა. ფინალში კი ხეცურიანმა უკრაინელ ნადია დოლოჰს სძლია 15-13.
პიზაში ხეცურიანთან ერთად ხმლით ფარიკაობაში საქართველოს სახელით ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მარიამ კლდიაშვილიც წარსდგებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები