3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოსერთნ მატჩის წინ სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ პრესას ესაუბრა.
მისი ფორმა
"ავადმყოფობისა და სუსტად ყოფნის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. ნანტის წინააღმდეგ მიჭირდა სივრცეების პოვნა. ვცდილობ და ვმუშაობ, რომ გავუმჯობესდე."
პირველი თვეები სენტ-ეტიენში
"სტატისტიკურად ვფიქრობ, რომ უკეთესად თამაში შემიძლია. მეტი გოლის გატანა და ასისტების გაკეთება მსურს. ვვარჯიშობ, რომ უკეთესად ვითამაშო. ახალი მწვრთნელის მოსვლამ რაღაც ცვლილებები გამოიწვია. ის ძალიან მომთხოვნია და მაღალ ინტენსიურობას ითხოვს. ბურთი უფრო მეტად გვიჭირავს, რაც მეც მეტ შესაძლებლობას მაძლევს. მას თავისი სათამაშო გეგმა აქვს და ჩვენ ამას მივყვებით."
ოსერთან ჰეთ-თრიქი პირველ წრეში
"პირველ წრეში ოსერთან მატჩი ძალიან კარგი მოგონებაა, რაც ყოველთვის მემახსოვრება. იმ თამაშის ბურთი სახლში მაქვს. მასზე ყველა გუნდელს ხელი მოვაწერინე, მაგრამ ახლა განსხვავებული მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან ახალი მწვრთნელი გვყავს, თუმცა ოსერმაც იმ შეხვედრის შემდეგ ბევრი იმუშავა."
ხვიჩა კვარაცხელია
"ხვიჩა ჩემთვის მეგობარზე მეტია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ფეხბურთს 10 წლიდან ერთად ვთამაშობთ, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და ყოველდღიურად ვკონტაქტობთ. ის ჩემი შვილის ნათლიაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის საფრანგეთში გადმოვიდა. ერთმანეთს უფრო ხშირად ვნახავთ, პარიზი და სენტ-ეტიენი ახლოსაა და უფრო ადვილად შეიძლება შეხვედრა. მასთან ტრანსფერზე ბევრი არ მილაპარაკია. ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მარტში მექნება, როცა პსჟ-ს შევხვდებით."
სენტ-ეტიენი ოსერს 24 იანვარს ესტუმრება. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება. დავითაშვილის გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-16 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები